saqarTvelos mTebi - habkviris qedi
ისტორიული სახელწოდება: აბაკურას ქედი,აბაკურის ქედი, ბაკილდის ქედი.
ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება. მდებარეობს მდინარე ენგურის აუზში, მდინარეების ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის ხუმფრერის (ზემო დინებაში ლაჰილის) აუზების წყალგამყოფი. გამოეყოფა სვანეთის ქედს მწვერვალ ლაჰილის ახლოს. აქვს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლებითა და კვარციტებით. კალთები ციცაბოა, დასერილია მდინარე ენგურის შენაკადებით. თხემზე განლაგებულია: მწვერვალი ჰაბკვირი (აბაკურა) 2605 მ., უღელტეხილი ბაკხი (2723 მ), მწვერვალი ბაკხი (3106 მ). ქვემო და შუა კალთებზე მუქწიწვიანი ტყეებია, ზემო კალტებზე და თხემზე - სუბალპური და ალპური მდელოები, მცირე ნაწილზე - ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტი.